მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის შემოვლითი რკინიგზის ნაცვლად, შესაძლოა, შემოვლითი გზა გაკეთდეს

5b57405bb235a
დავით ჯალაღონია
24.07.18 19:05
1787
„საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის აკაკი საღირაშვილის ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი რკინიგზისთვის აშენებული ინფრასტრუქტურა შესაძლოა, დედაქალაქმა ახალი საავტომობილო გზისთვის გამოიყენოს.

როგორც „საქმის კურსს“ აკაკი საღირაშვილმა განუცხადა, შემოვლითი რკინიგზის აქამდე არსებული პროექტი და უკვე აშენებული ინფრასტრუქტურა რკინიგზის გამტარუნარიანობას და საოპერაციო ხარჯებს ზრდის, ამიტომ მისი დასრულება დაწყებული სცენარით არ იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის 80% უკვე განხორციელებულია.

„რაც შეეხება უკვე შექმნილ ინფრასტრუქტურას და დახარჯულ თანხას, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ თბილისს შემოვლითი საავტომობილო გზა ესაჭიროება. სწორედ ეს კვლევებიც დასრულებულია და ის მონაკვეთი სავსებით შესაძლოა, გამოყენებული იყოს ამ მიზნებისთვის, თუმცა გადაკეთების შემდეგ, რადგან რკინიგზას სხვა პარამეტრები აქვს, გზას - სხვა“, - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა საკითხის განხილვა თბილისის მერიასა და საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები