მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილსერვის ჯგუფი კვების ობიექტებთან ნარჩენის სეპარირების ურნებს განათავსებს

643583c2c1be2
ანუკა ჯოხაძე
12.04.23 10:35
845

თბილსერვის ჯგუფი რესტორნებთან, ბარებთან და სწრაფი კვების ობიექტებთან ნარჩენების სეპარირების მიზნით ახალ ნაგვის ურნებს განათავსებს. როგორც თბილსერვის ჯგუფის დირექტორი დავით ფაჩულია BM.GE-სთან აცხადებს, პროექტი საპილოტეა და მისი მიზანი ნარჩენების სეპარირების პროცესებში ბიზნესების ჩართვა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

ფაჩულია ამ ეტაპზე პროექტის დაწყების ვადებს და ბიუჯეტს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ბიზნესთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

“თბილსერვის ჯგუფი თავისი რესურსით საპილოტე პროექტს იწყებს. ვიწყებთ, დედაქალაქში ცალკე ურნების, კონტეინერების განთავსებას რესტორნებთან, ბარებთან, კომერციულ ობიექტებთან.

სეპარირებულად იქნება განთავსებული ურნები პლასტიკისთვის, შუშისთვის, მუყაოსთვის. ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, მასიური დედაქალაქის მასშტაბიდან გამომდინარე შეიძლება იყოს 5%, მაგრამ საპილოტედ ცნობიერების ასამაღლებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესი დაიწყებს სეპარირებულად ნარჩენის განთავსებას, ამას თბილსერვის ჯგუფი შეკრებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით.”-ამბობს თბილსერვის ჯგუფის დირექტორი დავით ფაჩულია.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ გასული წლის სექტემბერში მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგია აერთიანებს ისეთ საკითხებს როგორებიცაა ნარჩენების სეპარაცია, მათი გადამუშავება და ნაგავსაყრელებზე ელექტროენერგიის წარმოება. სტრატეგია ამ დრომდე საკრებულოს არ დაუმტკიცებია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები