მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად გიორგი გეჯაძე დაინიშნა

5f036e9581738
BM.GE
06.07.20 22:32
2798
გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა. ის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა.

გიორგი გეჯაძე კონკურსის წესით შეირჩა. მანამდე ის თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს აქვს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ნათია თურნავას განცხადებით, სააგენტო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყებაა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდა პროფესიონალ ხელმძღვანელთან ერთად წარმატებით იქნება დაძლეული სააგენტოს წინაშე არსებული გამოწვევები.