მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თითოეული ლარი, რომელიც StopCoV ფონდიდან დაიხარჯება, თქვენთვის ცნობილი იქნება - თურნავა

5ea2f12671fb8
თათია ჩაფიჩაძე
24.04.20 18:00
1064
"თითოეული ლარი რომელიც ფონდიდან დაიხარჯება იქნება თქვენთვის ცნობილი", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხების ხარჯვაზე საუბრისას განაცხადა. 

ამასთან, თურნავამ დღეს თითოეულ ბიზნესმენს და განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ბიზნესმენს, ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ფონდ "ქართუს" და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ სოლიდური შენატანი გააკეთა და ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ქველმოქმედებისა, რასაც ფონდი "ქართუ" აკეთებს.

ამ ფონდის განკარგვა მოხდება გამჭვირვალედ, გამჭვირვალე ანგარიშგება იქნება. ამის კოორდინაციას აკეთებს ბიზნესომბუდსმენი და მთავარი ამოცანა არის, დაეხმაროს სახელმწიფოს, მოქალაქეებს და გადავლახოთ კორონავირუსის გამოწვევა. თითოეული ლარი, რომელიც აქედან დაიხარჯება, თქვენთვის ცნობილი იქნება", - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები