დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის დაახლოებით 38% უჭერს მხარს ევროკავშირიდან გამოსვლას, 34% კი მიიჩნევს რომ უმჯობესია ქვეყანა ევროკავშირის წევრად დარჩეს, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი TNS-ის გამოკითხვაზე დაყრნობით ავრცელებს.
ინტერნეტ გამოკითხვა 12-14 აპრილს ჩატარდა, რომელმაც აჩვენა რომ, გამოკითხულ ბრიტანელთა 28%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით 23 ივნისს გაიმართება.