საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საფუძველი არ აქვს ინფორმაციას რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას დატოვებს და შვებულებიდან აღარ გამოვა. ამის შესახებ დასმულ შეკითხვას საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გასცა პასუხი.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად საფუძვლიანია საუბარი იმის შესახებ, რომ გიორგი ქობულია, რომელიც გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტის დროსაც შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობას დატოვებს.
„მე რომ ყველაფრის შეფასება და განმარტება გავაკეთო ყველაფერზე, რაც იწერება და რასაც ამბობენ, დღევანელი დღე სრულად რომ დავუთმო, არ იქნება საკმარისი. ამ საუბრებს საფუძველი არ აქვს“,- აცხადებს ბახტაძე.

























