მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუ შევჩერდებით, დავიხურებით”- მაღაზია "წიგნები ბათუმში" მთავრობას მიმართავს

5fcfa95a6b70b
ანუკა ჯოხაძე
08.12.20 21:32
897
საქართველოში წერტილოვან შეზღუდვებად წოდებული ე.წ ლოქდაუნის გათვალისწინებით 28 ნოემბრიდან საქართველოს დიდი ქალაქებში წიგნის მაღაზიებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს. წიგნის მაღაზიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საგადასახადო შეღავათები და ბანკებთან შუამდგომლობა მათთვის ამ ეტაპზე მთავარი საჭიროებაა, რათა გადარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს ონლაინ ვაჭრობაზე გადავიდნენ, ამ მიმართულებით მიღებული თანხები კომპანიისთვის საერთო შემოსავლების მხოლოდ 15%-ია, შესაბამისად, შემოსავლები ხარჯებს ვეღარ აბალანსებს. წიგნების მაღაზიის "წიგნები ბათუმში" დამფუძენებელი ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ კომპანია საკუთარი დანაზოგებით ცდილობს თანამშრომლების შენარჩუნებას, თუმცა თუ სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში წიგნების მაღაზიებს არ დაეხმარება, ისინი ფუნქციონირებას მაქსიმუმ კიდევ 1 თვე შეძლებენ.

“მე ვერ მივცემ თავს უფლებას, როგორც ბიზნესის წარმომადგენელი სახელმწიფოს რაიმე მოვთხოვო ასეთ მდგომარეობაში. ბიზნესი, რა თქმა უნდა, არ უნდა ითხოვდეს სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას, აქ საუბარი არის ძალიან ჩვეულებრივ ამბავზე, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეგვეხიდოს ხელისუფლება, თუნდაც სამი თვის განმავლობაში. არსებული კრიზისი არ არის კონკრეტული დროის პრობლემა. ეს არის ხანგრძლივი, რადგან ჩვენ გაწერილი გვაქვს გეგმები, შესყიდული გვაქვს საავტორო უფლებები. ამ ყველაფერს ვერ შევაჩერებთ იმიტომ, რომ ეს რომ შევაჩეროთ თუნდაც 1 თვით, შემდეგ გაგრძელებას აზრი აღარ ექნება. ნამდვილად არ შეიძლება შეჩერება, თუ შევჩერდებით დავიხურებით.”-ამბობს ირაკლი ბაკურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები