თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2300-ს გადააჭარბა.
მათ შორის 1500 თურქეთშია გარდაცვლილი, ხოლო დაახლოებით 800 - სირიაში.
თურქეთში 7.8 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები დღეს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მოხდა. დაზარალებულია 10 ქალაქი. განადგურებულია ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. ადამიანების ნაწილი ნანგრევებშია მოყოლილი.
სტიქიის ზონებში სამაშველო სამუშოები მიმდინარეობს.
დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფი საქართველომაც გაგზავნა.