მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტვირთების რაოდენობის გამო, ყველა საბაჟო პუნქტი განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული - განცხადება

628617421b446
მარიამ ვარადაშვილი
19.05.22 14:04
1165
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამშვებ პუნქტებზე გაზრდილია მებაჟეების რიცხვიც.

"საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილება ხორციელდება განსაზღვრული რიგითობის დაცვით, რადგან ზოგიერთი მიმღები ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე განახლებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვის გამო, გარკვეული პერიოდულობით ხდება კონტროლის პროცესების ნაწილობრივ შეფერხება, საქართველოდან გასული ავტომობილების მიმართ.

გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის გზები”, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე: „600-მდე ტრაილერი წითელ ხიდზეა გაჩერებული... რა ლოგისტიკური ჰაბი?!“ - ივა ჭყონია


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები