მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UBG მიწისძვრით დაზარალებულთათვის საცხოვრებელ კონტეინერებს ამზადებს, დამკვეთი თურქეთია

63ef226bbfd89
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.23 11:08
2212

სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია Universe Business Group (UBG) თურქეთის საელჩოს დაკვეთით, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრით დაზარალებულებისთვის 30 საცხოვრებელ კონტეინერს დაამზადებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა რომან ბადალიანმა BM.GE-ს განუცხადა.

მისი თქმით, მათი კომპანია სამშენებლო მასალების წარმოებასთან ერთად კონტეინერებსაც აწარმოებს, რომლის რეალიზებაც ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

„თურქეთის საელჩოს კონტეინერები დაგვიკვეთა და ჩვენ სიმბოლურ - მასალის ფასში ვამზადებთ 30 კონტეინერს. ეს ჩვენი მხრიდან მხარდამჭერაცაა. კონტეინერები რამდენიმე დღეში იქნება მზად და ორშაბათს დავიწყებთ დატვირთვას. თურქეთის საელჩო მათ ტრანსპორტირებას თავად უზრუნველყოფს“, - აღნიშნა რომან ბადალიანმა.

მისი ინფორმაციით, ეს 15 მ² ფართობის საცხოვრებელი კონტეინერებია, რომელსაც 2 ფანჯარა და 1 კარი აქვს. კონტეინერები ადგილობრივი წარმოების სენდვიჩ პანელებით იწყობა და ელექტროგაყვანილობა მოწყობილია. UBG-ს დამფუძნებელი კონტეინერების თვითღირებულებაზე არ საუბრობს.

ცნობისთვის, კომპანიას თვეში 50 კონტეინერის აწყობის რესურსი აქვს, თუმცა წარმოება შეკვეთების მიხედვით ოპერირებს და 5 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები