მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა აშენდეს თუ არა ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ცათამბჯენები? - გენგეგმის ავტორის პოზიცია

63c9544978d16
BM.GE
19.01.23 17:58
3718
ვერსად ამოვიკითხეთ მყარი არგუმენტაცია სარეკრეაციო ზონის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით ჩანაცვლების აუცილებლობასთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორმა, მამუკა სალუქვაძე ლაგუნა ვერესთან დაკავშირებულ საკითხს.

საქმე ის არის, რომ თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძრავი ქონების პროექტის განხორციელება იგეგმება. საქალაქო ურბანულ სამსახურს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა უკვე წარუდგინა პროექტი, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა იგეგმება. არქიტექტურული ნახაზების მიხედვით, პროექტი ორი ცათამბჯენისგან შედგება, რომლიდან ერთის სიმაღლეც მაქსიმუმ 65 სართულით არის განსაზღვრული. განაშენიანების რეგულირების გეგმისა და არქიტექტურული პროექტების დამტკიცების შემთხვევაში ეს ქალაქში ტელეანძის შემდეგ ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება. 

„შეუძლია ნახოს tas.ge-ის ინტერაქტიულ რუკაზე, რომელიც წარმოადგენს მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტს და სახელად ეწოდება - თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა. 2019 წლიდან, ამ დოკუმენტის დამტკიცების შემდგომ, პრაქტიკულად, ქალაქისთვის არც ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიის ფუნქციური დანიშნულებისა და გამოყენების კუთხით, გენგეგმის ჯგუფის პოზიცია არ შეცვლილა. ჯერ-ჯერობით, ვერც ამ შემთხვევაში ვერ ამოვიკითხეთ ვერსად მყარი არგუმენტაცია სარეკრეაციო ზონის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით ჩანაცვლების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე სულ ეს არის.

P.S. ისე, მხოლოდ სოციალური ქსელი არ და ვერ უნდა გახდეს პროფესიული შეხედულებებისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის მთავარი პლატფორმა. აუცილებელია, ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით, არქიტექტორების, ურბანისტების, ქალაქმგეგმარებლების, ხელოვნებათმცოდნეების, სატრანსპორტო და საინჟინრო სფეროს პროფესიონალების, ეკოლოგების, იურისტების და ა.შ. შეხვედრების ორგანიზება და მსჯელობა, შესაძლოა მწვავე კამათის ფონზეც, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ოპტიმალურ გადაწყვეტამდე მისვლა. ეს ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. ბოდიშს ვიხდი, იმიჯები აღებული მაქვს სხვისი გვერდიდან და ვეღარ ვიხსენებ რომლიდან, რომ მივუთითო“, - წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელ facebook-ში თავის გვერდზე.



ამასთან, პროექტის თანახმად, მრავალფუნქციური კომპლექსის მოცულობა 155,588 კვადრატული მეტრი იქნება. მუნიციპალური სამსახურისთვის გაგზავნილ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაში ივანიშვილის კომპანია k2 ზონალური პარამეტრების გაზრდას მოითხოვს. ამასთანავე, სარეკრეაციო ზონის სტატუსის ცვლილებას. პროექტის მიხედვით, შენარჩუნდება აბრეშუმის ქარხნის ისტორიული შენობის ნაწილი. პროექტი არ მოიცავს ლაგუნა ვერეს საცურაო აუზს, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესჯგუფის საკუთრებაშია. მოგვიანებით კახა კალაძემ თქვა, რომ „ლაგუნა ვერე“ დედაქალაქს საჩუქრად გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები