მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა თბილისში ფორუმს გამართავს

5e4151424ba04
BM.GE
10.02.20 19:55
1404
12 თებერვალს USAID/Georgia-ის მისიის დირექტორი პიტერ უიბლერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ფინანსებზე და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმს დაესწრებიან.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ფორუმზე, რომელსაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესებული პირებისთვის გამართავს, განხილული იქნება კაპიტალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებში (მსუბუქი წარმოება, ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები) და მათი ზეგავლენა სამუშაო ადგილების შექმნაზე და ინვესტიციების და შემოსავლების ზრდაზე.

აგრეთვე, გამოვლენილი იქნება ის ძირითადი პოტენციური ინტერვენციები, რომლებიც აუცილებელია ფინანსებზე და კაპიტალზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ხარვეზების დასაძლევად კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის გზით.

ფორუმის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა წარმოადგენს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებულ/მიმდინარე პროგრამებს და მექანიზმებს, ისაუბრებს ძირითად ხარვეზებზე და ასევე, შეეხება საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების ასპექტებს ამ მიმართულებით. ღონისძიებაზე მოწვეულ მიკრო, საშუალო და მცირე საწარმოების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სექტორულ დისკუსიებში (მსუბუქი წარმოება, ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები) ბანკების, სალიზინგო კომპანიების, დაკავშირებული სახელმწიფო უწყებების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად.

ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სექტორის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა USAID-ის მიერ $17.8 მილიონით დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები