მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკეში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდა

5ac0c3e4b6023
თამუნა დემეტრაშვილი
01.04.18 15:34
1086

ვაკეში შიდა კვარტალური გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არავინ ისურვა, რის გამოც მუნიციპალიტეტს ტენდერის ხელახლა გამოცხადება მოუწია. 1,9 მილიონ ლარიან ტენდერში, რომელიც 1 თვის წინ გამოცხადდა, მონაწილეობა არავის მიუღია. დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარდგენა ამჯერად 13 აპრილიდან შეეძლებათ. გამარჯვებულმა გზების, ქუჩების, შიდა ეზოების და შიდა კვარტალური გზების ასფალტის საფარის, ასევე ტროტუარებისა და ბორდიურების შეკეთება უნდა უზრუნველყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები