მისივე თქმით, წლების წინ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ევროკავშირში ექსპორტზე საქართველოდან ხის ავეჯი გავიდოდა.
„ადრე ევროკავშირის ქვეყნებში, ცხადია, გადიოდა ღვინო, მინერალური წყალი და ზოგადად, ტრადიციული პროდუქტები, თუმცა 2018 წელს ჩვენს საექსპორტო კალათაში გაჩნდა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მაგალითად, სხვადასხვა ხილის ჯემები, კივი, მოცვი და ა.შ. 2009 წელს, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებაზე ვიწყებდით მოლაპარაკებებს, ჩვენ ვეკითხებოდით ყველას, თუ რა პროდუქტის გატანა იყო შესაძლებელი საქართველოდან, მათგან პასუხი მივიღეთ, რომ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელი იყო და ბიზნესი ამ პროდუქტებს თავად იპოვიდა. საბოლოო ჯამში, ისინი მართლები აღმოჩნდნენ, ჩვენ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ საქართველოდან ევროპაში, მაგალითად, ხის ავეჯი გავიდოდა“, - აღნიშნავს ჩიტაძე.
ცნობისთვის: 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან 1 775.4 მლნ აშშ დოლარის საქონელი იქნა ექსპორტირებული, რაც 11.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 426.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 16.1%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24%-ს შეადგენს.