მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერიკოს" დამფუძნებელი გიორგი დარცმელია რესტორნის სტუმრებს მიმართავს⠀

5e79f3716878e
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.20 21:45
3666
„ვერიკოს“ დამფუძნებელი გიორგი დარცმელია რესტორნის სტუმრებს მიმართავს გააგრძელონ რესტორანში მათთვის სასურველი შეკვეთების მიცემა, იმისთვის რომ კომპანიამ შეძლოს თავისი თანამშრომლების შენარჩუნება.

ამის შესახებ რესტორანი „ვერიკოს“ ფეისბუქ გვერდზე წერია, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

“უკვე ერთი კვირაა შეჩერებულია GMT Group (Veriko, Kikodze bar, 2Wine, Mito)-ის ყველა პროექტის მუშაობა სახელმწიფოს მიერ COVID-19 გავრცელების წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.

მუშაობას აგრძელებს მხოლოდ რესტორანი "ვერიკო", რომელიც დროებით გადაკვალიფიცირდა და შექმნა კერძების სახლში მიწოდების საკუთარი სერვისი. (უფრო დაწვრილებით: www.verikodeliveri.com)

ასე და ამგვარად უმუშევარი დარჩა ბარის, დარბაზის და სამზარეულოს თითქმის მთელი პერსონალი.

GMT Group-ის დამფუძნებლები ყველა ღონეს ხმარობენ თავისი თანამშრომლების მხარდასაჭერად, რომლებიც მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომ თავად აწარმოებენ კერძების მიწოდებას სახლებში. ხოლო შეკვეთებით აღებულ თანხას რიცხავენ პერსონალის სახელფასო ანგარიშზე.

„Veriko-ს, Kikodze-ს, 2Wine-ს, Mito-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი: "ჩვენ ყველა ამჟამად რთულ მდგომარეობაში ვართ და არცერთმა არ ვიცით რა იქნება ხვალ, მაგრამ ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენმა თანამშრომლებმა ზუსტად იცოდნენ, მიუხედავად გარემოებებისა, ჩვენ ვზრუნავთ მათზე, უპირველეს ყოვლისა ფინანსურად. ამიტომ ვთხოვთ ჩვენს სტუმრებს, არ დაივიწყონ საყვარელი პროექტები, გააგრძელონ საყვარელი კერძების შეკვეთა "ვერიკოდან", კოქტეილების და საუზმეების - "ქიქოძიდან", პიცის და ღვინის -2Wine-დან, ხინკლის და ხაჭაპურის - "მიტოდან", რაც არის წარმოდგენილი მიწოდების ერთიან მენიუში. www.verikodelivery.com. ამით ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა სტაბილურად გადავუხადოთ ხელფასი ჩვენს თანამშრომლებს. როგორც ახლა ამბობენ #supportyourlocal, ეს სწორედ ის შემთხვევაა.

ცალკე მინდა მადლობა გადავუხადო მზარეულებს, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და უზადოდ ამზადებენ კერძებს სახლში მისაწოდებლად. მადლობა ჩემს პარტნიორებს: მამუკა მამარდაშვილს და ტარას კვარაცხელიას, აგრეთვე ჩვენი რესტორნების მენეჯერებს, რომლებიც მიწოდების პროცესს ხელმძღვანელობენ. იღებენ შეკვეთებს და ეხმარებიან სახლებში მიწოდებას”, - აცხადებს გიორგი დარცმელია.

დაწვრილებით მიწოდების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www verikodelivery.com ან გაიგოთ ტელეფონის ნომერზე +995 591 33 22 77“, - წერია რესტორნის ფეისბუქ გვერდზე.