BBC-ის ინფორმაციით, WhatsApp-მა ცრუ ამბების გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, მომხმარებლებს ჩატში ერთი და იმავე მესიჯის 5-ჯერზე მეტად გადაგზავნის უფლება შეუზღუდა.
აქამდე მომხმარებელს ერთი და იგივე შეტყობინების 20-ჯერ გაგზავნის უფლება ჰქონდათ.
მისი ამოქმედება ჯერ კიდევ 2018 წელს მოხდა, როცა 6 თვის წინ შეზღუდვა ინდოეთის ბაზრისთვის წარადგინეს.
WhatsApp-ში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ახლო კონტაქტებს შორის პრივატული მესიჯების დაცულობას.
ცოტა ხნის ადრე ცნობილი გახდა, რომ მესენჯერი პიროვნების ნამდვილობის დასადგენად Android-ზე თითის ანაბეჭდს გამოიყენებს.