მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყნეთის სამთავრობო აგარაკები 40 მლნ ლარად გაიყიდა – ვინ არიან მფლობელები?

625850d2da39e
სალომე მეცხვარიშვილი
14.04.22 20:53
11249
წყნეთის სამთავრობო აგარაკების 25 ობიექტი გაიყიდა. ელექტრონული აუქციონი დღეს, 14 აპრილს, 17:00 საათზე დასრულდა. მთლიანობაში გასხვისებული ობიექტების ჯამურმა ფასმა 39.9 მლნ ლარი შეადგინა.

ლოტების უმრავლესობაზე დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო. ქონების საწყისი ღირებულება 35.9 მილიონ ლარს შეადგენდა, საბოლოოდ კი თითქმის 40 მილიონად გაიყიდა.

გამარჯვებულებს შორის არიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე კომპანიები: მაგალითად, 4 ობიექტი შეძენილი აქვს მოქალაქე ზაალ ჭანტურიას, 3–3 ობიექტის მფლობელი ვასილ ხანიშვილი და გიორგი თხელიძე გახდნენ, თითო–თითო მერაბ სიჭინავამ და ლელა აბაკელიამ შეიძინეს, ასევე 2 ობიექტი გადავიდა დავით ჭყონიას საკუთრებაში. 

კომპანია შპს "იბეროტელმა" კი 11 ობიექტი იყიდა. კომპანია “იბეროტელის” 100%–იანი წილის მფლობელი, საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს პარკ ქეფითალ მენეჯმენტია, რომელსაც ივანე ბარბაქაძე ხელმძღვანელობს. უშუალოდ შპს პარკ ქეფითალ მენეჯმენტის 100%–იან წილს კი ზურაბ ციხისთავი ფლობს.

ცნობისთვის, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე დაბა წყნეთში არსებული სამთავრობო რეზიდენცია - აგარაკები გასაყიდად 2019 წელს გამოიტანა.

საპრივატიზებო პირობებში ცალსახადაა მითითებული, რომ ტერიტორიის განაშენიანება გენერალური გეგმის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, რაც მწვანე საფარის სრულად დაცვას ითვალისწინებს.

წყნეთის აგარაკების ნაწილი სახელმწიფო აიქციონზე 28 მარტს გასხვისდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები