Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტაქსები ავტობუსის ზოლში

BM.GE
27.04.23 11:14
100
A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ავტომანქანის ასაკი 10 წელს არ აღემატება, კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. მაისიდან მათთვის მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერები დარიგდება. 

თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ გუშინ მედიასთან განმარტა, რომ ამ ეტაპზე A კატეგორიის ნებართვა 35 000 ტაქსის მძღოლზეა გაცემული, თუმცა ასაკობრივ მოთხოვნას მათგან მხოლოდ 3 500 მანქანა აკმაყოფილებს. 

რამდენად სწორია ბასლეინებში ტაქსების მოძრაობის დაშვება?

სტუმარი: ელენე ხუნდაძე - ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში;