Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ იზრდება მოთხოვნა თბილისის შემოგარენზე?

BM.GE
24.04.23 11:13
90
2023 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს მასშტაბით კერძო სახლებისა და მიწის ნაკვეთების შეძენაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიწის ნაკვეთებზე საშუალოდ ზრდა 66%-ია, ხოლო კერძო სახლებზე 70%. ss.ge-ს ინფორმაციით 3 თვეში საიტზე კერძო სახლის შეძენით საშუალოდ 1 მილიონ ადამიანამდე ინტერესდებოდა, ხოლო მიწის ნაკვეთით 550 000. უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი განმარტავს, რომ თბილისის შემოგარენში სახლის, ან მიწის ყიდვაზე მოთხოვნა აპრილის ბოლოდან კიდევ უფრო გააქტიურდება. კომპანიების წარმომადგენლების თქმით კი, თბილისის შემოგარენში მოთხოვნის ზრდის შედეგად უძრავ ქონებაზე ფასებიც მომატებულია.

სტუმარი: ლიკა ქარდავა - “ფროფერთი ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი;