Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი

BM.GE
05.04.23 10:57
137
დინამოს აკადემიის ბაზაზე რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა ,,ვიტალი დარასელიას’’ სახელობის ტურნირი, რომელიც კოვიდ პანდემიის გამო რამდენიმე წელი შეჩერებული იყო და ახლა მეხუთედ გაიმართება. ჩემპიონატი 16 წლამდე ასაკობრივ გუნდებს შორის ტარდება და „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობამ 4 ქვეყნის 5 გუნდია მიიწვია - იტალიური „ჯენოას“ და „მონცას“ აკადემიები, ესპანური „სევილია“, თურქული „ბაშაქ-შეჰირი“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღი“. ამ ტურნირის მთავარი ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ბევრი ტალანტისა და მომავალი ვარსკვლავის აღმოჩენაა შესაძლებელი, რადგან არაერთი პრეცედენტი ყოფილა, როდესაც ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე გაბრწყინებულ მოთამაშეს მომავალშიც დიდი წარმატებისთვის მიუღწევია.