Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა გავლენა ექნება ჩარლზ III-ის კორონაციას ბრიტანეთის ეკონომიკაზე?

BM.GE
03.05.23 11:50
77
ბრიტანეთის ახალ მონარქს, ჩარლზ მესამეს სულ რაღაც სამ დღეში მეფედ ოფიციალურად აკურთხებენ. გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფის კორონაცია 6 მაისს, ვესტმინსტერის სააბატოში შედგება. როგორც ირკვევა, კორონაციის ეს ცერემონიალი მეტად მოკრძალებული იქნება, მაგრამ მას მრავალფეროვანი შეხედულებებისა და რწმენის ადამიანები დაესწრებიან, რაც დღევანდელი ბრიტანეთის ერთგვარი სიმბოლოცაა. აღსანიშნავია, რომ ჩარლზ მესამესთან ერთად, კორონაციის ცერემონიალში მონაწილეობას მისი მეუღლე, დედოფალი კამილაც მიიღებს. ჩარლზ მესამის მეფედ კურთხევისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბრიტანეთში 6-დან 8 მაისის ჩათვლით გაიმართება და როგორც ნავარაუდევია, ამ დღეებში ბრიტანეთს 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვევა. რა გავლენას მოახდენს ახალი მონარქის მეფედ კურთხევის ცერემონიალი ბრიტანეთის ეკონომიკაზე, ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსები უკვე გარკვეულ პროგნოზებს აკეთებენ.