Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“შატო მუხრანმა” ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მიიღო

BM.GE
27.06.23 10:05
63
5-მა კომპანიამ შპს „დემასი“, შპს ,,გოსელინ მობილითი ჯორჯია”, შპს ,,შარმ ტრეიდინგი”, შპს ,,ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია”, სს „შატო მუხრანი“ - ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები მიიღეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ახლა უკვე ამ სტატუსს შპს ,,ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანიისა“ და შპს ,,ჰავი ლოჯისტიკსის“ ერთად უკვე 7 კომპანია ფლობს. 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს. რაში და როგორ გამოიყენებს შატო მუხრანი ამ სტატუსს? 


სტუმრები: თეონა ტაბატაძე - "შატო მუხრანის" ბრენდ მენეჯერი;
ბორის ვაშაკიძე - "შატო მუხრანის" ლოჯისტიკის მენეჯერი.