Home
Category
TV Live Menu
Loading data...

1-ლი ივლისიდან ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი ამოქმედდება

BM.GE
19.04.23 11:31
108
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში ახალი რეგულაცია შევა ძალაში. საუბარია კერძო და საჯარო სექტორისთვის შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონზე, რომლის მიხედვითაც, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ყველა ახალმა შენობამ ენერგო ეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. კანონქვემდებარე აქტმა უნდა განსაზღვროს, როგორი უნდა იყოს მაგალითად, შენობის სახურავი, კედლები და იატაკი. კანონის მოქმედება გავრცელდება უკვე არსებულ შენობებზეც, რომელიც რეკონსტრუქციას საჭიროებს. ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა მშენებლობის ნებართვის გამცემ რგოლში პანდემიის გამო შესაბამისი კადრების მომზადება ვერ მოესწრო და ცვლილებების ამოქმედება ერთი წლით გადავადდა, რამდენად მზად არის დღეს მთავრობა და ბიზნესი რეგულაციის აღსრულებისთვის?

სტუმარი: ვახტანგ ბეგაშვილი - ინტეკის უფროსი მრჩეველი;