Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„შუა დერეფანი“ - რამდენად ეფექტიანად უმკლავდება საქართველო გაზრდილ ტვირთნაკადს?

BM.GE
05.07.23 13:20
45

შუა დერეფანი, როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთ მთავარ ალტერნატიულ გზად იქცა ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთებისთვის, ჩრდილოეთის დერეფნის გვერდის ავლით მოხვდეს ევროპაში. რაც შეეხება საქართველოს, როგორც ამ დერეფნის მონაწილე მხარეს, შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად შესაძლებლობების ფანჯრის გაღებას საქართველო გამოწვევებით შეხვდა. 

გადაზიდვების სფეროში მოღვაწე კომპანიები დღესაც ამბობენ, რომ გაზრდილ მოთხოვნას სათანადოდ ვერც სარკინიგზო და ვერც საპორტო ინფრასტრუქტურა სათანადოდ ვერ უმკლავდება. საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით გამკაცრებული საბაჟო პროცედურების გათვალისწინებით პრობლემა გახდა გარკვეული კატეგორიის ტვირთის ხანგრძლივი დაყოვნებაც. როგორ რეაგირებს ქვეყანა ამ გამოწვევებზე, რა გვიშლის ხელს ამ შესაძლებლობის გამოყენებაში და რა კეთდება იმისთვის, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს დერეფანში შევინარჩუნოთ? 

ირაკლი ცანკაშვილი - Logistics Solutions-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;