Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გრეის ჰოპერის სახელობის 2023 წლის ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

BM.GE
19.06.23 09:41
267
16 ივნისს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და თიბისის ინიციატივით, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც 2023 წლის გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი. დაჯილდოების მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ICT აისიტი სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას ხელს უწყობენ. გრეის ჰოპერი ამერიკელი მეცნიერი, მათემატიკოსი, კომპიუტერულ მეცნიერებაში ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელიც დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ და მისაბაძ მაგალითად ტექნოლოგიების დარგში.

გრეის ჰოპერის დაჯილდოებამ ბოლო წლებში მხარდამჭერების რაოდენობა ცალსახად გაზარდა. პროექტის მხარდამჭერები არიან: Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო.გასული წლების მსგავსად, თიბისი ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს მხარს დაუჭერს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.

სტუმრები: გვანცა მურღვლიანი - "თიბისის" ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორი;
სალომე ღუდუშაური - Bizon.ge-ის თანადამფუძნებელი;