Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbesკვირა - ვინ არის თავისუფლების ქანდაკების პროტოტიპი ქალი?

BM.GE
03.07.23 01:56
163
ორ დღეში აშშ დამოუკიდებლობის 247-ე წლისთავს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღე შტატებში ფედერალური დღესასწაულია, რომელიც 1776 წლის 4 ივლისს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაციის აღსანიშნავად იმართება. სწორედ ამ დღეს კონტინენტურმა კონგრესმა განაცხადა, რომ 13 ამერიკული კოლონია აღარ იყო მონარქის, ბრიტანეთის მეფე ჯორჯ 3-ის დაქვემდებარებაში და ისინი გაერთიანებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი შტატები იყვნენ. ამ მოვლენიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საფრანგეთისგან საჩუქრად მიიღო ქანდაკება, რომელიც მალევე არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ეს ისტორია დღეს ყველამ კარგად იცით, თუმცა, ალბათ ცოტამ თუ იცის, ვინ არის ქალი რომელიც თავისუფლების ქანდაკების პროტოტიპი გახდა?