Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა გავლენას ახდენს მეზობელ ქვეყნებში გაუფასურებული ვალუტა პროდუქციის ღირებულებაზე?

BM.GE
29.06.23 11:26
72
ყველა რეკორდს ხსნის ლირა, რომელიც გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმზეა. ერთწლიან პერიოდში თურქული ვალუტა თითქმის 30%-ითაა გაუფასურებული, ხუთ წელიწადში კი ვარდნის მაჩვენებელი 80%-ს აღწევს. ვალუტის კურსის მიხედვით, მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის, თურქეთს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამარჯვებაა. გასულ კვირას თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-დან 15%-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე თურქეთში ამჟამად 40%-ს შეადგენს, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, რეალური ინფლაციის დონე 200%-ის ფარგლებშია.

ასეთ ფონზე, საქართველოსთვის მათი პროდუქცია იაფდება, თურქეთისა და რუსეთისთვის კი ქართული საქონელი ძვირდება, რამაც ექსპორტ-იმპორტის ნაწილში ცვლილებები უკვე მოიტანა. სიიაფიდან გამომდინარე კი, არაა გამორიცხული, რომ ამ ორი ქვეყნის პროდუქცია ქართულ ნაწარმთან კონკურენციაში შევიდეს. 

რა ხდება ბაზარზე და რა გავლენა ექნება კურსის ცვლილებას ქართულ ეკონომიკაზე?

სტუმრები: სალომე გელაშვილი - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი;
ვახტანგ ბეჟიტაშვილი - საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი;