Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ძაღლის ყოლისთვის, შესაძლოა, მოსაკრებელი დაწესდეს - რას გულისხმობს კანონპროექტი?

BM.GE
02.05.23 11:12
78
საქართველოში ძაღლის ყოლისთვის შესაძლოა, სპეციალური მოსაკრებელი დაწესდეს. ახალი კანონპროექტით, სავალდებულო უნდა გახდეს ყველა ძაღლის დაჩიპვა და იდენტიფიცირება. რაც შეეხება მოსაკრებლის ოდენობას, თუ კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება სპეციალური გადასახადის დაწესება, ამ შემთხვევაში პირველი ძაღლის ყოლისთვის მოქალაქეებს 20 ლარის ოდენობის მოსაკრებლის, მეორე ძაღლის შემთხვევაში 200-ს, ხოლო ყველა მომდევნოზე 100 ლარით მეტის გადახდა მოუწევთ. კანონპროექტით განისაზღვრება მომატებული რისკის ძაღლის ჯიშებიც, რომელთა ყოლაზეც მოსაკრებელი შედარებით მაღალი იქნება. ძაღლის ყოლისთვის ლიცენზია საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყანაშიცაა საჭირო და მათ შორი სავალდებულო?

სტუმარი: მარიკა ჩხიკვიშვილი - ვეტერინარი, კანონპროექტის ინიციატორი;