Home
Category
TV Live Menu
Loading data...

USAID-ი და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია დმანისში ახალ ტრენინგ-ცენტრს აფუძნებენ

BM.GE
06.04.23 08:53
93
USAID-ის მხარდაჭერით, შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში ახალ სასოფლო სამეურნეო ტრენინგ ცენტრის აფუძნებს. ტრენინგ ცენტრის სასწავლო კურსები სტუდენტებს ცხოველთა მოვლის, კვებისა და ჯანმრთელობის დაცვის, ასევე რძის გადამუშავების; მემცენარეობა- აგრომექანიზაციის, საძოვრების მართვისა და საკვების კონსერვაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს. სასწავლო კურსების გავლა ჯამში 170-მდე დაინტერესებულ პირს შეეძლება, რომლებსაც მოქნილი სასწავლო გრაფიკით, საერთო საცხოვრებლითა სარგებლობისა და დისტანციური სწავლების შესაძლებლობა ექნებათ. USAID -ისა და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის პარტნიორობა, მიზნად ისახავს ფერმერებსა და რძის გადამამუშავებლებისთვის თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და მათი პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების.