Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უნებართვო გარე ვაჭრობისთვის პარლამენტი ჯარიმებს ამკაცრებს

BM.GE
06.04.23 13:18
107
საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომლითაც უნებართვო გარე ვაჭრობისთვის ჯარიმების გამკაცრებაა გადაწყვეტილი. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ამ ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი გუშინ დაუჭირა. 

გარე ვაჭრობის წესების დარღვევისთვის უცვლელი რჩება ზოგიერთი სახის ჯარიმა: უნებართვო გარე ვაჭრობისთვის ჯარიმა 20-დან 50 ლარამდეა;უნებართვო გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებულია 50-დან 100 ლარამდე ჯარიმა ან 7 დღემდე პატიმრობა. 

კანონის მიღების შემდეგ: განმეორებით უნებართვო ვაჭრობისთვის ჯარიმა იქნება 100-დან 200 ლარამდე; სატრანსპორტო საშუალებით გარე ვაჭრობა 500 ლარით დაჯარიმდება; იგივე სამართალდარღვევების დროს უფლებამოსილი პირის დაუმორჩილებლობისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა ან 7 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული. 

დოკუმენტში დაკონკრეტებულია, რომ სიტყვიერი გაფრთხილების შემთხვევაშიც კი გარე მოვაჭრეს გასაყიდ ნივთებს ჩამოართმევენ. კანონპროექტის მისაღებად აუცილებელია პარლამენტმა მას მხარი სამი მოსმენით დაუჭიროს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. ეს ცვლილებები, მიღების შემთხვევაში, ამოქმედდება მესამე მოსმენიდან 15 დღეში. 

სტუმარი: ანა ნაცვლიშვილი - "ლელო" დეპუტატი