Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქობულეთში ჩილიმის არომატების საწარმო იხსნება

BM.GE
11.07.23 11:12
111
ქობულეთში ჩილიმის არომატების საწარმო იხსნება და ეს ამბავი უნდა მოვიკითხოთ ახლა. შპს ეიჩ ჰუკა 2021 წელს საერთაშორისო ბიზნესმენების მიერ დაარსდა, რომლის მთავარ მიზანს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის მაღალი ხარისხის ჩილიმის არომატების მიწოდება წარმოადგენს. ქარხანა გაშენებულია ათი ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში და ითვლის რამდენიმე მილიონი ევროს ინვესტიციას. მსგავსი საწარმო პირველია საქართველოში, სადაც ჩილიმის 112 სახეობის არომატიზირებული პროდუქტი დამზადდება. 

სტუმარი: თამარ გუნდაძე - "ჩილიმის არომატების საწარმოს" წარმომადგენელი.