Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას შეცვლის CFD მექანიზმი?

BM.GE
22.06.23 13:45
59
3 მაისს, ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა 24 ენერგეტიკული პროექტის ჩამონათვალი, ასევე ფასის დაზღვევის CFD ტარიფები, რომლებიც თითოეული პროექტისთვის კილოვატზე 5.9 ცენტიდან 6.85 ცენტამდე მერყეობს. ამ პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 300 მეგავატს შეადგენს. 

CFD სქემით, მთავრობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობას გეგმავს. გადაწყვეტილება დადებითად შეფასდა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ჯეიმს ჯონის მიერ, რომელიც აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ CFD მექანიზმი საქართველოს მიერ დანერგვის ადრეულ ეტაპზეა, მაინც არსებობს მოლოდინი რომ ის ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს ენერგეტიკის სფერო ნაკლები ფისკალური რისკებით დააფინანსოს. 

რას შეცვლის CFD მექანიზმის დანერგვა და როგორ დასრულდა პირველი აუქციონი? 

სტუმარი: გიორგი აბრამიშვილი - "საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;