Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაფიცვები ევროპაში - რა შეფერხებებს უნდა ელოდონ ტურისტები?

BM.GE
30.06.23 09:39
68
ევროპის ქვეყნებში გაფიცულთა რაოდენობა იზრდება. საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და არა მარტო ადამიანები ქუჩებში საპროტესტო აქციებს მართავენ. ზოგიერთი მათგანი დამსაქმებლის მხრიდან ხელფასის მატებას ითხოვს, მოსახლეობის ნაწილი კი მთავრობის კონკრეტულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ფაქტია, რომ გაფიცვები გავლენას ახდენს ქვეყნის ცხოვრების ტემპზე, მათ შორის ფერხდება ტრანსპორტი. გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულის სეზონის გააქტიურებასთან ერთად ევროპაში ტურისტების რაოდენობაც იზრდება, გაფიცვებისგან გამოწვეული შეფერხებები მათ მოგზაურობაზეც ახდენს გავლენას. ეურონიუს თრაველი იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც წელს ზაფხულის განმავლობაში საპროტესტო აქციები იგეგმება. გამოცემა ტურისტებს ურჩევს აღნიშნულ ქვეყნებში კონკრეტულ თარიღებში მოგზაურობას თავი აარიდონ.