Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში HR შესაბამისობის სისტემის დანერგვის პროცესი დაიწყო

BM.GE
01.05.23 10:04
127
შრომის კოდექსში ცვლილებების მიუხედავად ის რაც კანონში და ფურცელზე პროგრესს უნდა ემსახურებოდეს ყოველთვის ეფექტიანი არ გამოდის. მიზეზებს შორის მათ შორის კანონის შეუსრულებლობაც არის რაც ყველა მხარეს ერთიანად აზიანებს და გარდა ბიზნესის, ანუ დამსაქმებლის რეპუტაციული ზიანისა საქმიანობის უწყვეტობის პრობლემასაც ქმნის. რაც თავის მხრივ დასაქმებულებისთვისაც არანაკლები გამოწვევაა. 

ამ პრობლემის საპასუხოდ საქართველოში HR შესაბამისობის სისტემის დანერგვის პროცესი დაიწყო. ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი, USAID - ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: „შრომის რეფორმის წარმატებით განხორციელების ეფექტური მექანიზმების დანერგვა ბიზნეს პრაქტიკაში“. 

სტუმარი: სერგო ნოზაძე - ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;