Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire-ის მთავარი მხარდამჭერი იყო

BM.GE
10.07.23 09:10
55
თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions-ის ორგანიზებით საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია, Change Inspire-ი ჩატარდა, რომელიც ტექნოლოგიური კომუნის წევრების ინსპირაციას და მათ ცვლილებები ლიდერებად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. კონფერენცია 2018 წლიდან იმართება და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში, ის მიზიდულობის ერთგვარ ცენტრად იქცა, სადაც IT-მენეჯერები, ტექნოლოგიური ინჟინრები და დეველოპერები იკრიბებიან და ერთმანეთს უახლესი ტექნოლოგიური გარღვევების შესახებ უყვებიან. ტექნოლოგიური კომპანია თიბისი კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობდა, და კონფერენციის დამსწრეთათვის, თიბისიმ საკუთარი სივრცე შექმნა, რომელშიც კომპანიების ტექნოლოგიური გუნდის წარმომადგენლებმა DevOps-ის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.