Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ გამდიდრდნენ FORBES-ის მილიარდერები? – TOP-10 ინდუსტრია

BM.GE
12.04.23 10:20
74
ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სია მსოფლიოს 190-მდე ქვეყნის 2,500 მილიარდერს აერთიანებს. ზოგიერთმა მათგანმა სიმდიდრე საფინანსო საქმიანობითა და ინვესტიციების განხორციელებით დააგროვა, ზოგიერთმა უძრავი ქონების იმპერიების განვითარებით, ნაწილმა - საკვებისა თუ სასმლის წარმოებით. იმ სექტორების რაოდენობა, რომლებსაც ფორბსის მილიარდერები წარმოადგენენ, საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია, თუმცა, არსებობს ისეთი ინდუსტრიებიც, რომლებიც მილიარდერთა რაოდენობით მოწინავე პოზიციას იკავებს. რომელი ინდუსტრიები აერთიანებს ყველაზე მეტ მილიარდერს?