Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Reachnewmarkets: ქართული სუბლიმირებული ხილი EU-სა და აშშ-ს ბაზარზე - „გემუანის“ ისტორია

BM.GE
10.07.23 00:33
65
ქართული კომპანიის, გემუანის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელიც 2011 წლიდან ქართული ხილისგან დამზადებულ, სხვადასხვა სახეობის ჩიფსებს აწარმოებს. გემუანის საწარმოს წლიური წარმადობა ამჟამად 50 ტონას შეადგენს, საიდანაც 40%-მდე ადგილობრივ ბაზარზე, სხვადასხვა ქსელურ სუპერმარკეტში იყიდება, 60% კი ექსპორტზე გადის. გემუანის მიერ წარმოებული გამომშრალი ხილის პროდუქცია როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის ბაზარზე იყიდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, საექსპორტო ბაზრებზე როგორც გაყიდული ხილის მოცულობა, ასევე პარტნიორ კომპანიათა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. ამ პროცესში კი, მათი მთავარი მხარდამჭერი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამაა,რომელიც კომპანიას მაღალმსყიდველუნარიან ბაზრებზე პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირებაში ეხმარება.