Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

CITYZEN-მა CITYZEN Central Park-ის მშენებლობა დაიწყო

BM.GE
15.06.23 11:41
67
კომპანია CITYZEN-მა CITYZEN Central Park-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. კომპლექსი ე.წ. ზაკვოს შენობის ადგილას, 46 000 კვ/მეტრზე განთავსდება, საიდანაც 22 000 კვადრატული მეტრ რეკრეაციულ ზონას დაეთმობა. როგორც კომპანიის დირექტორმა გოგა მაჭავარიანმა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, პროექტის ჯამური ინვესტიცია 300$მლნ-ს აღწევს. 

პროექტი ოთხი საცხოვრებელი ბლოკისგან და ერთი 32 სართულიანი თაუერისგან შედგება. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე, ხელოვნურ ტბა, ZEN სივრცე, იაპონურ ბაღი და საბავშვო მოედანი მოეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიაზე მანქანები საერთოდ არ იმოძრავებენ, ყველაფერი იქნება მიწის ქვეშ. 

სტუმარი: გოგა მაჭავარიანი - “სითიზენის” დირექტორი