Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი ეზრდება

BM.GE
28.06.23 13:25
54
საპენსიო სააგენტოს, რომელსაც 1,4 მლნ ადამიანის 3,5 მლრდ ლარის დანაზოგი აბარია, საინვესტიციო მანდატი ეზრდება. თუ პარლამენტი ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს არსებული რედაქციით დაამტკიცებს, საპენსიო სააგენტო ნაწილობრივ საკრედიტო ორგანიზაციად შეიძლება მოგვევლინოს. იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტულ მსხვილ საინვესტიციო პროექტში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ახორციელებენ დაფინანსებას, საპენსიო სააგენტოსაც შეეძლება მასში ინვესტიციის ჩადება. კანონში ამ ცვლილების შეტანა მთავრობას დიდი ალბათობით მსხვილი პროექტების დაფინანსებისთვის აქვს გადაწყვეტილი. გარდა იმისა, რომ საპენსიო სააგენტო მოქალაქეთა დანაზოგების მსხვილ საინვესტიციო პროექტებში დაბანდებას შეძლებს, მთავრობის მომზადებული კანონპროექტი საპენსიო სააგენტოსთვის ინვესტირების ლიმიტების გაზრდასაც ითვალისწინებს. 

მაგალითად მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში აქტივების მოცულობა 10%-დან 20%-მდე გაიზრდება. პორტფელის მეტად დივერსიფიცირებისთვის საპენსიო სააგენტო ასევე უფლებამოსილი იქნება პორტფელი საინვესტიციო ფონდებში დააბანდოს. შეიცავს თუ არა რისკებს საპენსიო დანაზოგების ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირება და რას მიცემს სააგენტოს და სქემის მონაწილეებს საინვესტიციო ინსტრუმენტების დივერსიფიცირება?

სტუმარი: მარინა გულედანი - კაპიტალის ბაზრის ექსპერტი;