Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbesკვირა - მთაწმინდის პარკი და კოკა-კოლა დამეგობრდნენ

BM.GE
29.05.23 01:49
103
მთაწმინდის პარკში კოკა-კოლას და მთაწმინდის პარკის დამეგობრების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. წლების შემდეგ პირველად, მსურველებს პარკის ნებისმიერ ლოკაციაზე კოკაკოლას ბრენდის ყველა პროდუქტის დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ. ღონისძიებაზე პროგრამა ყველა თაობის ადამიანისთვის იყო შედგენილი. სტუმრების განწყობაზე ქუჩის თეატრის შოუმ, ჯგუფმა "ძაბვამ", 4D Monsters Lobsters-მა და DJ Kipo-მ იზრუნეს. ადგილზე Coca-Cola MIX-ის ბარი იყო მოწყობილი, რომელმაც მომხმარებელს კოკაკოლას პროდუქტებისგან დამზადებული კოქტეილების სერია შესთავაზა.