Home
Category
TV Live Menu
Loading data...

3 მულტიფუნქციური იდეათეკა “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით

BM.GE
18.06.21 10:29
401
საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით, ბანკმა კიდევ 3 მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა გახსნა. პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდა და ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს.