11.May .2022 11:59

ავარიული შენობების ჩანაცვლების წესი დამტკიცდა

132
Back

თბილისის საკრებულომ ავარიული მრავალბინიანი შენობების ჩანაცვლების წესი დაამტკიცა. პროექტისთვის წლევანდელი ბიუჯეტით 20 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, ხოლო ახალი წესებით განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომლითაც ავარიული ნაგებობების ჩანაცვლება უნდა მოხდეს. ავარიული შენობის ჩანაცვლება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას. ამის დამადასტურებელ დოკუმენტს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანო გასცემს. მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პროექტის განმახორციელებელი “თბილისის განვითარების ფონდი” იქნება. უცნობია გაიზრდება თუ არა ამ ორგანიზაციის ბიუჯეტი.

სტუმარი: სერგო ბირკაძე - თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი;