03.Dec .2021 13:19

გასაქირავებელი კომერციული ფართების მიწოდება გაიზარდა

110
Back

ქირავდება - ეს ის სიტყვებია, რომელსაც დღეს ბევრი კომერციული ფართის შენობაზე შეხვდებით. ქირავდება თითქმის ყველაფერი, სადაც ადრე რესტორანი, სალონი, ან კაფე იყო განთავსებული. რეალტორების თქმით, კომერციული ფართების გაქირავების მიზეზი ამ აქტივების არამომგებიანობა გახდა.