Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იმპორტირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა მცირდება

BM.GE
28.09.20 09:41
319
საქართველოში იმპორტირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა. მიზეზად ლარის დოლართან მიმართებით მკვეთრი გაუფასურება და კოვიდ 19-ით გამოწვეული არაპროგნოზირებადი ეკონომიკური მდგომარეობა სახელდება. ბოლო პერიოდში თითქმის ყველა სახის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასნამატი დღითიდღე მატულობს. ამ პროდუქტთა სიაში ისეთი მეორადი ავტომობილებიც შედის, რომელთა იმპორტიც, ძირითადად, იაპონიიდან, გერმანიიდან და ამერიკიდან ხდება. რამდენად მოთხოვნადია იმპორტირებული ავტომობილები საქართველოში?