08.Feb .2023 09:49

Lineate-მ და “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა” თანამშრომლობა დაიწყეს

Back

ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანია Lineate-ს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა დაიწყო, რომელიც საქართველოში IT-განათლების და ამ სფეროთი დაინტერესებული სტუდენტების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. თანამშრომლობის ფარგლებში, Lineate-მ დააწესა სტიპენდია, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორი წარჩინებული სტუდენტი მიიღებს. აღნიშნული სტიპენდიით, Lineate სტუდენტების საცხოვრებლის, ე.წ. “კამპუსის” გადასახადს დაფარავს.