19.Jan .2021 12:10

რამდენად გახდება აზერბაიჯანი საქართველოს კონკურენტი ტურიზმში?

115
Back

ბოლო რამდენიმე წელია აზერბაიჯანის მთავრობა ტურიზმს უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს. კორონავირუსული პანდემიის გამო კი, ყველა ქვეყანა თანაბარ დონეზე იქნება, შესაბამისად, ყველას თანაბარი ტურისტული შესაძლებლობები აქვს, რაც სწორად უნდა გამოიყენონ, ისედაც გამძაფრებულ კონკურენციაში. გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა კი საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო და შეიძლება ტურისტებს ვერ აჩვენონ ბაკურიანი, გუდაური ან სვეტიცხოველი, თუმცა თუ ის აჩვენებს სერვისის მაღალ ხარისხს, მაშინ ბევრი ტურისტი წავა ამ ქვეყანაში, რაც საქართველოზე ცუდად აისახება. რამდენად კონკურენტუნარიანი შეიძლება გახდეს აზერბაიჯანი როგორც ტურისტული მიმართულება სამხრეთ კავკასიაში საქართველოსთან შედარებით?

სტუმარი: შალვა ალავერდაშვილი - რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის თავმჯდომარე.