08.Feb .2023 10:26

რატომ არის მნიშვნელოვანი კიბერუსაფრთხოება?

106
Back

ოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკების მომსახურებით სარგებლობენ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცნობი პირები პირად საბანკო ანგარიშზე ურიცხავენ თანხას და სხვადასხვა გზით ჩარიცხული თანხის განაღდებას სთხოვენ. აღნიშნული ტიპის თანხები ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან ირიცხება. საქართველოს საბანკო ასოციაცია, საქართველოში ლიცენზირებული კომერციულ ბანკების სახელით, აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ზემოაღნიშნული საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და მსგავსი საქმიანობით დაკავებული პირების მიმართ, შესაძლოა, დადგეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ასევე, კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი წესების და ნორმების გათვალისწინებით მომხმარებლის მსგავსი შინაარსის ქმედებები შესაძლოა მისი ანგარიშის დახურვის და სანქცირების საფუძველი გახდეს.

სტუმრები: ალექსანდრე ძნელაძე - "საქართველოს საბანკო ასოციაციის" პრეზიდენტი;
ინგა ქარჩავა - "საქართველოს საბანკო ასოციაციის" კიბერუსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორი