17.Jun .2021 12:52

საგრანტო კონკურსები სოციალური საწარმოების მხარდასაჭერად

440
Back

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია ხელი შეეწყოს მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას და მათ ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

საქართველოს მასშტაბით მოქმედ სოციალურ საწარმოებს, რომლებსაც უკვე აქვთ ხელშესახები სოციალური გავლენა და ეკონომიკური შემოსავლები, ეძლევათ საქმიანობის გაფართოვებისა და განვითარების შესაძლებლობა. მათ შორის კოვიდ-პანდემიით გამოწვეულ ახალ რეალობასთან გამკლავების და კრიზისის დაძლევის მხრივ. 6 გამარჯვებული სოციალური საწარმოს ტექნიკური დახმარება გაგრძელდება 3 წლის განმავლობაში. კონკურსზე განცხადებების მიღება კი 30 ივნისამდე გრძელდება.

სტუმრები: ანა ილურიძე - სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის პორტფელის მენეჯერი;
ქრისტინე კანდელაკი - საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების პროგრამის მენეჯერი