მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾45 მილიონის ინვესტიციით, წეროვანში ლოგისტიკური პარკის აშენება იგეგმება

61c098360f162
ვიქტორია მღებრიშვილი
20.12.21 19:12
1936
წეროვანში 60 000 კვ/მ ფართობზე ლოგისტიკურ პარკს კომპანია „თუში ქოლექშნი“ ააშენებს.

როგორც BM.GE-ის ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 45 მლნ ლარზე მეტია და პირდაპირი ეფექტით 250-300 ადამიანი დასაქმდება, საიდანაც 60% ადგილობრივი მოსახლეა. არაპირდაპირი დასაქმების ეფექტით კი, პროექტი 500 ადამიანს დაასაქმებს.

საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ პროექტისთვის საერთაშორისო სტანდარტების „ბ“ კატეგორიის ლოგისტიკური პარკის მშენებლობი ხელშეწყობისთვის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილს, კერძოდ, სოფელ წეროვანში მდებარე 232 635.00 კვ/მ ფართობს განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი და სამრეწველო - ეკონომიკური სტატუსი მიენიჭება.

ლოგისტიკური პარკის პროექტი 6 სასაწყობე შენობას და საოფისე სივრცეებისთვის, სასტუმროსა და ავტოსადგურებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია „თუში ქოლექშნ“ 2017 წელს დაფუძნდა მისი მმართველი პარტნიორები 50%-იანი წილებით ეკატერინა და დავით თუშიშვილები არიან.

BM.GE პროექტის დეტალების შესახებ კომპანიას „თუში ქოლექშნსაც“ მიმართავს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.