მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 5 დღეა ვერ განმარტავს, რატომ დააწესეს შაქრის იმპორტზე გადასახადი

ნაბიჯები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხუთი დღეა ვერ განმარტავენ, რატომ დააწესეს შაქრის იმპორტზე გადასახადი.

საქმე ის არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს მთავრობის დადგენილებას, რომლის თანახმად, 20 ნოემბრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე შაქრის იმპორტზე გადასახადი ამოქმედდება. შედეგად, იმპორტიორებს ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტზე 400 ლარის გადახდა მოუწევთ, რაც სავარაუდოდ, შაქრის გაძვირებას გამოიწვევს.

რატომ მიიღო მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის შემოღების გადაწყვეტილება? - ამ კითხვით BMG-მ როგორც მთავრობის ადმინისტრაციას, ისე ეკონომიკური პროფილის სამინისტროებს მიმართა. საბოლოოდ, ყველამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გადაგვამისამართა, საიდანაც ხუთი დღეა ვერ მივიღეთ პასუხი ვერც - ზეპირი და ვერც წერილობითი ფორმით.

შაქრის იმპორტზე ტარიფი წესდება - რა შემოსავალი აქვს შაქრის ერთადერთ მწარმოებელს საქართველოში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები